დავიწყეთ პროექტებზე მუსაობა. პროექტი დამეხმარება სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაში და დასახული მიზნების განხორციელებაში. მოსწავლეები რეალურად დაინახავენ არსებულ პრობლემას, გაიზრდება მათი მოტივაცია, ჩართულობა, ისწავლიან თანამშრომლობას, გამოუმუშავდებათ -ე საუკუნის უნარები.
თემა შევარჩიე ჩემის აზრით აქტუალური, გავწერე შინაარსი და მიზნები. ცხადია მიზნები გამომდინარე უნდა იყოს ესგ-სთან. გავითვალისწინე რომ პროექტი წარმართულიყო 21-ე საუკუნის უნარების განვითარების ხელშესაწყობად. პირველ ეტაპზე წინარე საჭიროებების დასადგენად გამოვიკვლიე არსებული ცოდნა საკითხის გარშემო, რისთვისაც დავსვი მიმართულების მიმცემი კითხვები. ზოგადი კითხვით დავადგენდი მოსწავლეთა აზროვნებას საგანთა კავშირთან მიმართებაში და ამავე დროს ადვილად დაუკავშირებდნენ კონკრეტული თემის საკითხებსაც. ვიმსჯელეთ შეფასების დროში გაწერილ გეგმაზე. შევარჩიე შეფასების ინსტრუმენტები პროექტის დასაწყისში, პროექტის მსვლელობისას და პროექტის ბოლოს. პროექტის პრეზენტაციაში გავერკვიე მუშაობის თანმიმდევრობის პრინციპს და ჩავალაგე შესაბამისად პორტფოლიოში. უკვე გავერკვიე საავტორო უფლებებშიც. ერთმანეთს გავუზიარეთ პროექტები და მივეცით უკუკავშირი. დავინახე რომ უკუკავშირი უნდა იყოს ობიექტური და კონსტრუქციული.
საინტერესო იყო დაწყვილების მეთოდებიც. გავითამაშეთ სიმულაციები.
No comments:
Post a Comment